Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების, საბჭოს წევრობის მსურველი აკადემიური პერსონალის განცხადებების მიღებისა და შესაბამის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტებში არჩევნების ჩატარების თარიღების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 45-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 28-ე მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 ნაწილების, 30–ე მუხლის მე–4 ნაწილის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2012 წლის 10 თებერვალს დამტკიცებული „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულებისა და სტრუქტურის“ მე–12 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 14 მარტის N41/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნების ჩასატარებლად დამტკიცდეს საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1.1.    გიორგი პაპუაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის თავმჯდომარე
1.2.    ანდრო გოგოლაძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
1.3.    გიორგი ჟუჟუნაშვილი - ასისტენტ-პროფესორი
1.4.    სოფიო პაპიაშვილი - კანცელარიის  უფროსი სპეციალისტი
1.5.    გვანცა ჩხაიძე - სამართლებრივი სპეციალისტი, კომისიის მდივანი
2.    საბჭოს წევრობის მსურველი სრული, ასოცირებული ან ასისტენტ-პროფესორი განცხადებას (დანართი N1) წარმოადგენს პირადად, ფაკულტეტის კანცელარიაში 21 მარტიდან - 26 მარტის ჩათვლით, 10:00 საათიდან – 17:00 საათამდე.
3.    განცხადების წარმოდგენა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაძლებელია დასკანერებული სახით ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე - gvantsa.chkhaidze@tsu.ge
4.    დაგვიანებით წარმოდგენილი განცხადებები არ განიხილება.
5.    ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები აირჩევიან შესაბამისი სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორთა კრებაზე ღია კენჭისყრით, დანართი N2-ით განსაზღვრული თარიღების მიხედვით.
6.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
7.    ბრძანების ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტებისთვის და ფაკულტეტის  სტუდენტური თვითმმართველობისთვის გადაცემა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
8.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანი
ასოცირებული პროფესორი                                    დარეჯან თვალთვაძე